საუდის არაბეთში, ქალაქ ჯედაში, ბასრი საგნით შეიარაღებული პირი საფრანგეთის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს თავს დაესხა. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელი დაკავებულია.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.











