აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვედზე სავარაუდო კიბერ თავდასხმის შესახებ აჭარის მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვედზე, სავარაუდოდ მოხდა კიბერ თავდასხმა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება. ეს არ არის პირველი შემთხვევა.
მსგავსი შემთხვევა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა. საქმეში გასარკვევად გამოძახებულია სამართალდამცველები. მიმდინარეობს არსებული საკითხის მოკვლევა”- ნათქვამია განცხადებაში.











