ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში კორონავირუსის სავარაუდო მესამე ტალღის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მესამე ფაზა ჩვენთან, შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა მნიშნველოვანია გამოვიყენოთ ყველა არსებული გამოცდილება, რაც არის მსოფლიოში და რაც დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის არა მხოლოდ მზად უნდა ვიყოთ, არამედ აქცენტი უნდა გვქონდეს ინფექციის შეკავებაზე.
ევროპაში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით გვიან, ვიდრე ჰქონდა ევროპას, აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











