გორი-თბილისის საავტომობილი გზაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნუკა გაბრიჩიძემ გაასაჯაროვა. გაბრიჩიძემ აღწერა თუ რა გადახდა მის მეგობარს, რომელიც თბილისისკენ ავტოსტოპის საშუალებით მოდიოდა.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პოლიციის განყოფილებაში დაზარალებული რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.











