სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.
ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ საზოგადოებას ექნება მრავალფეროვანი არჩევანი.
„ქართული ოცნებამ“ მეორბის კანდიდატი უკვე დაასახელა და ეს ისევ კახა კალაძეა.











