ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყებება. Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანას ქვეყანა, ხვალ, 13 მარტს ელის.
„მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდეგ. შაბათს ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას. შემოდის Astrazeneca-ს პარტია. შემდეგ შემოვა Pfizer-ი. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარალებები მთელ რიგ მწარმოებლებთან და აქ დიდი ალბათობით, მალე კიდევ შემოვა 150 000 დოზა“, – განუცხადა „ქრონიკას“ თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება.











