“სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება“,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა
მისი თქმით, დროებით ლეტალობის მაჩვენებელი შენარჩუნდება თუმცა ისიც მალევე დაიწყებს დაღმასვლას
“სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ბოლო სამი კვირა მაღალი გვქონდა ინფიცირების ხარისხი და ინფიცირების ხარისხი და ლეტალობის გამოსავალი პირდაპირ პროპორციულია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ ეს შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ლეტალობაც ძალიან მალე დაიწყებს ჩამოსვლას“,- განაცხადა ლევან რატიანმა











