შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა ტექსტირების ხარჯებს თებერვალში სახელმწიფო დაფარავს.
„ხვალიდან, პირველი, სადაც სამუშაო პროცესი აღდგება, არის სავაჭრო მოლები და ობიექტები, რომლებიც საცალო-საბითუმო ტიპის ვაჭრობას ეწევიან. ისინი უკვე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, სადაც დაარეგისტრირეს საკუთარი საქმიანობა, თანამშრომლები და ეტაპობრივად, დაიწყეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული. თანამშრომლების 20%, ყოველ 14-დღიან ჭრილში, უნდა გაიტესტონ.
თებერვალში ტესტირების სახსრებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. 1-ლი მარტიდან კი, კერძო სექტორი ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას თანამშრომელთა ტესტირების პროცესში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალი არაა და ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია“, – განაცხადა ფერაძემ.











