სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის გამწოვი სისტემა დაზიანდა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ „თბილისი გალერეაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განგრძობს.
„დაზიანდა ერთ-ერთი რესტორნის გამწოვი სისტემა. რესტორნის პიცის საცხობს ბუხრიდან ნაკვერჩხალი მოხვდა სავაჭრო ცენტრის ჰაერსატარში, რამაც გამოიწვია მცირედი აალება. ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩააქრო ალი. სანამ დაზუსტდებოდა დეტალები სწრაფ რეჟიმში მოხდა სავაჭრო ცენტრში მყოფი მომხმარებლების ევაკუაცია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი საფრთხე შენობაში არ არის, ისინი 10 წუთში კვლავ დაბრუნდნენ შენობაში,“- განგვიცხადეს „თბილისი გალერეაში“.











