თბილისში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში” სასაწყობო ფართში ცეცხლი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











