დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.
გარდა ამისა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.











