fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“საზოგადოება კარგად გრძნობს, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ჩასაფრებულია და ელოდება თავის ჯერს” – გია ვოლსკი

12:02 October 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ ბოლო პერიოდში და ყოველი შეხვედრისას ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზრდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური სუბიექტი,  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას გია ვოსლკიმ ისაუბრა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების, მომავალი თაობისა და ბავშვების წინაშე უპასუხისმგებლოები არიან.

„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ნაბიჯებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ  შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ქაოსური სიტუაცია და იქნებ ამ ამღვრეულ წყალში მიიღონ პოლიტიკური დივიდენდი. ხალხმა კარგად იცის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან, რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მისივე შეფასებით, არა მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდი, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილია მობილიზებული, რათა არ დაუშვას ის, რასაც მათი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს აქვთ განზრახული.

„საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რას გვიქადის მომავალი, თუ კი ჩვენ გზას დავუთმობთ დესტრუქციულ ძალას. არა ჩვენ, კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, არამედ საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, – ამბობს ვოლსკი.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მხარდამჭერებთან შეხვედრას მუშთაიდის ბაღში მართავს, სადაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატად გია ვოლსკი წარადგინეს.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგია ვოლსკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

December 30, 2021
768
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

December 3, 2021
792
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

December 3, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია