fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა – გვიდიანი

14:01 May 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
964
ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა და 1 კუბური მეტრი ცისფერი აირის ფასი პირველი ივნისიდან 54 თეთრი იქნება.

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გაზის ტარიფის ზრდას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ლარის კურსის ცვლილებით ხსნის. გვიდიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლოს დადგინდა ბუნებრივი გაზის ტარიფი (2019 წლის 31 დეკემბერი), ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ეს დიდ გავლენას ახდენს იმპორტირებული ბუნებრივი რესურსის სამომხმარებლო ტარიფზე.

„პირველ რიგში, რაც გაზის ტარიფში სტრუქტურაში მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა პირდაპირ გავლენას ახდენს შესასყიდ ტარიფზე. სხვა ფაქტორებს თუ ჩავხედავთ, არაფერი შეცვლილა, რომლებსაც შეიძლება გაზის ტარიფის გაზრდა გამოეწვია, გარდა ვალუტის კურსისა, რაც მნიშვნელოვანი წნეხია ტარიფზე. შესაბამისად, გაზის ტარიფის პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი ვერც გვექნებოდა“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ – სემეკის დანიშნულება ის არის, რომ კომპანიებისა და მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ნიშნავს, რომ ამ ორ ინტერესს შორის მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ოქროს შუალედი. არ შეიძლება მომხმარებლების ინტერესების ხარჯზე შეილახოს კომპანიების ინტერესები, ან პირიქით – კომპანიების ინტერესების გამო შეილახოს მომხმარებლების ინტერესები“, – განმარტავს ეკონომისტი.
სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა.

თეგები: ანდრია გვიდიანიდავით ნარმანიასემეკი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

August 12, 2021
795
საზოგადოება

სემეკ-მა „ენერგო პრო ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

July 29, 2021
1k
მთავარი ამბავი

სემეკი: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ შეიცვლება

June 16, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია