სენაკში, ეკის მთაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ “პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 25-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე.
შეგახსენებთ, ხანძარი ეკის მთაზე დღეს საღამოს გაჩნდა. ძირითად, ეკალ-ბარდია დამწვარი.
ავტორი: თეა შონია










