სერბეთის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი ევროპაში პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელმაც Pfizer/BioNtech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
„დღეს დიდი დღეა. ვაქცინაცია დაიწყო! პატივი მაქვს, ვიყო პირველი პრემიერ-მინისტრი ევროპაში, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს. ვაქცინაცია ამ ბრძოლაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია“, – წერს ანა ბრნაბიჩი Twitter-ზე.
Today is a big day, vaccination started! It is my duty to be the first to receive the #PfizerBioNTech vaccine against #Covid19 in ??. I am honored to be the first PM in Europe to be vaccinated. Vaccination is a huge step in this fight.
— Aна Брнабић (@SerbianPM) December 24, 2020











