დღეს, 20 ივნისს, სერგეი გავრილოვმა განცხადება გააკეთა:
„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მჯერა, რომ რიგირთმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა და დაკვეთა, დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან აწყობდა სახელწმიფო გადატარილებას, ანტიმართმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.
ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ანსამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტითვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინა პირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის, ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშირების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძვებეულ ყოფილ პრეზიენტთან ერთად ცდილობენ, გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.
მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხიმსგებლობა.
ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განთლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.











