ესპანეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, სევილიაში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, 1 გარდაიცვალა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გარდაცვლილი 89 წლის ქალია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.










