აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმას“ მას შემდეგ განუცხადეს, რაც აშშ-ში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა.
„სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 აპრილს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.











