fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შალვა პაპუაშვილი: მედიის მხრიდან საარჩევნო უბნებთან აჟიოტაჟის გამოწვევა გამოიკვეთა

14:07 October 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

„საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის, იცით, რომ უკვე გამოცხადდა 10 საათისთვის მოქალაქეების აქტივობა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რიცხვები გვაქვს. ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმაზე შეხვიდეთ, სადაც, როგორც აქტივობასთან, ისე ინციდენტთან დაკავშირებით ნახავთ ინფორმაციას. ზოგადი შეფასების სახით მინდა გითხრათ, რომ რასაც ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია. მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან გამოიკვეთა. ვხედავთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნისგან მოცილებით. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“პირველი, იცით, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულია 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი, აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. არსებობს 100-მეტრიანი რადიუსი და ყველამ, როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა დავიცვათ ეს რადიუსი. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს. მეორე საკითხი, რაც შეეხება უკვე 100 მეტრის შიგნით და განსაკუთრებით უბნების მიმდებარედ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ აჟიოტაჟს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აგიტაცია, გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, ამიტომაც, კიდევ ერთხელ, აქაც მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაციის გაშუქების დროს, რათა არ იყოს ეს აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება ჩვენს მონაცემებს და ჩვენი პორტალიდან მონაცემებს, ამ დროისთვის დაფიქსირდა ორი ინციდენტი, ერთი ფოთში და მეორე – ზუგდიდში, ორივე ამოწურულია. ჩვენ ვაფიქსირებთ ძალადობის ან არეულობის ინციდენტებს, როდესაც მეტ-ნაკლებად ხმაური არის ხოლმე. ამჟამად არის მარნეულში ინციდენტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პროვოკაციულად მიეჭრა ზაურ დარგალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც მალე ამოიწურება.

რაც შეეხება სხვადასხვა დარღვევას, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ედო მაშინ, როდესაც ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია.

ქობულეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გოხიძე დგას უბანზე დისტანციის დარღვევით. ბათუმში, მე-60 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი უბანთან სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. დაფიქსირებულია როგორც ეს ადამიანი, ისე მანქანა და მანქანის ნომერი. ჩოხატაურში, ხევის 34-ე საარჩევნო უბანში, 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე.

წეროვანში, მე-40 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გია ჩიტიშვილი არღვევს 100 მეტრიანი რადიუსის განაწესს. ბათუმში, 64-ე უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიებით ამომრჩეველს აღრიცხავენ.

ბათუმში, მე-60 უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. თბილისში, ისანში, 39-ე და 45-ე უბანზე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დაბრენდილი მანქანებით მოძრაობენ, ჩერდებიან უბანთან, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ხიდმაღალას 21-ე უბანზე ავთანდილ მანჯგალაძე აცხადებს, რომ მან გამოიტანა ორი ბიულეტენი ჩვენ ვცდილობთ, რომ დავადგინოთ შეეფერება ეს თუ არა სინამდვილეს.

ამის გარდა, ანი წითლიძემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა, რომ კერძო კომპანია ,,ვეგასის’’ წარმომადგენლებს თითქოს და დავალებული აქვთ გარკვეული „კარუსელის“ მომზადება და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირი კავშირი ამ ადამიანებს და საარჩევნო დღესთან და ჩვენთან არ აქვთ.

ასე რომ ეს არის ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ჩვენ დროდადრო მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

თეგები: არჩევნები 2021შალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
774
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია