ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება და პრემიერს ხვდება.
პირისპირ შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პრემიერის პირველი სამუშაო შეხვედრაა.
შარლ მიშელი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. შემდეგი ვიზიტი კი პარლამენტში იგეგმება.











