fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

20:25 February 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პირველ მარტს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

მისი თქმით, თარიღი უკვე დადასტურებულია და ლოგიკურია, რომ სავარაუდოდ ევროპელი სტუმარი სომხეთს და აზერბაიჯანსაც ეწვიოს. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

„თუ ჩვენ ვართ ისეთი დაფასებული, ისე ახლოს, როგორც მეუბნებიან; აღირებულია ჩვენი რეფორმები და ვართ ყველაზე ახლო ასოცირებული ქვეყანა, ჩვენც უნდა ვიგრძნოთ სოლიდარობა იმ დროს, როდესაც კრიზისია. მეორე – იყო ჩემი საკმაოდ კრიტიკული შეფასება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, რადგან პირდაპირ ასე დავაყენე საკითხი – თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა, არ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად არ იყოს ჩართული ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც მის სამეზობლოშია, ძირითადად დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის უკრაინა, ახლანდელი კონფლიქტი რეგიონში და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.

ის რომ, ვეუბნებით, საქართველო უნდა ახსენოთ ყველა შეხვედრაზე რუსეთთან, რა ფორმატიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება მივიწყებული იყოს საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიები. ისიც დავაყოლე, რომ ბოლო კონფლიქტი, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის მოხდა, ევროპამ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და დაიცვას თავისი ინტერესები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე რა შედეგი და პასუხი მოჰყვა პრეზიდენტის ამ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის, თარიღი უკვე დადასტურებულია და ლოგიკურია, რომ სავარაუდოდ ევროპელი სტუმარი სომხეთს და აზერბაიჯანსაც ეწვიოს.

„პასუხი იყო, რომ ვიცით, უფრო მეტად აქტიურები და ჩართულები უნდა ვიყოთ და ამის მოლოდინიც არის შიდა წრეებში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილიშარლ მიშელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
794
მსოფლიო

შარლ მიშელი: თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ

November 30, 2021
780
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

November 22, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია