fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები საერთო განცხადებას ავრცელებენ

17:54 April 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები საერთო განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, რომელსაც დოკუმეტნისთვის ხელი არ მოუწერია მოუწოებენ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიდმინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ  შეთანხმების შესრულებაზე.  შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება – გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად  გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს  საქართველოს სწრაფ,  დემოკრატიულ განვითარებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებს ხელს აწერენ: არმაზ ახვლედიანი; თეონა აქუბარდია; დავით ბაქრაძე; გიორგი ვაშაძე; პაატა მანჯგალაძე; ანა ნაცვლიშვილი; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე; დავით უსუფაშვილი; შალვა შავგულიძე; მამუკა ხაზარაძე; ბადრი ჯაფარიძე; ზურაბ ჯაფარიძე

თეგები: განცხადებაოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

December 3, 2021
765
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

December 1, 2021
784
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

November 26, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია