შარლ მიშელის შეთანხმება ფუნდამენტურად რომ შედგეს, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმი, პარლამენტში შესვლაზე, ახლა მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია.
“„ევროპული საქართველოს“ წევრების უმრავლესობა, ინდივიდუალურად უკვე შესულია პარლამენტში. იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ფუნდამენტურად შედგეს და რომ ჩავთვალოთ, რომ მას არსებითად ყველამ ხელი მოაწერა, ამისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობაა საჭირო. მათი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არაა ცნობილი. ალბათ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ, როცა ნიკა მელია გამოვა ციხიდან. მინდა ეს გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რაც ამ სიტუაციაში ადეკვატური იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.










