კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით საზღვრის გადაკვეთისას დაწესებული რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხებით ვაჭრობა დაიწყო.
ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
გასულ კვირას საფრანგეთში პოლიციამ თაღლითობაში ბრალდებული 7 ადამიანი დააკავა – 6 კაცი და ერთი ქალი. ისინი პარიზში მდებარე შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის ყალბი დოკუმენტაციის მიყიდვას 150-300 ევროს სანაცვლოდ ცდილობდნენ.
კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხებით ვაჭრობის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.











