შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახოთ რა მოხდება ბოლოს,- ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის მთავრობას. ინფორმაციას azerbaycan24-ი ავრცელებს.
„მსურს თქვენი და აზერბაიჯანული ხალხის ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილო. როდესაც ქვეყანამ სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთის ხელისუფლებამ დაცვის თხოვნით „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა.
ექვსი ქვეყნიდან სამმა აზერბაიჯანს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ მათთან ვმეგობრობთ, მათ შეუძლიათ გვენდონ, როგორც კარგ, ისე რთულ დღეებში. ეს პირველი საკითხია.
მეორე – დაე, სომხეთის მშიშარა მთავრობას ახსოვდეს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, საიდანაც მან დახმარება ითხოვა, რადგან სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის გენერალური მდივანი დააპატიმრა. ეწინააღმდეგებოდა ბელორუსის წარმომადგენლის დანიშვნას ახალი გენერალური მდივნის პოსტზე, მთელი წელი არ მისცა მას მუშაობის დაწყების შესაძლებლობა.
იმ დროს ორგანიზაცია ცუდი იყო, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ მას, ახლა კი დახმარებას სთხოვთ. შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს“, – აცხადებს ალიევი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.










