ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„შემოიყვანეს ახალგაზრდა, მძიმედ დაშავებული, რომელსაც რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ საჭიროებს რეანიმაციაში ყოფნას. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში გუშინ მოხდა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











