ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური „ბასკონიამ“ გამარჯვებით დაიწყო. თორნიკე შენგელიას გუნდი პირველ მატჩში „ბილბაოს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 23 ქულის სხვაობით, 87:64 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 7 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
„ბასკონია“ მომდევნო შეხვედრას „ტენერიფეს“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი გამოდის.











