შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს.
ცენტრი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს დროს, სადამდეა შესაძლებელი საგნის დამატებია ან წაშლა .
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის, 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
აქვე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2379











