fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

14:12 March 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს.  ცენტრი ყველას აფრთხილებს, რომ რეგისტრაცია 31 მარტის 18:00 საათამდე არის შესაძლებელი და ინსტრუქციას კიდევ ერთხელ აქვეყნებს.

„შეგახსენებთ, რომ 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ძირითადი რეგისტრაცია, შესაბამისად 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ის ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მსურველებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge  და აირჩიოს  ჩამონათვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები, შემდეგ კი  განაცხადის შევსება/შეცვლა. გრაფაში პირადი ნომრისა და სიმბოლოების მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა დააჭიროს ღილაკს გაგრძელება. გადაამოწმოს პირადი ნომრის სისწორე და მიჰყვეს ინსტრუქციას. მონიშნოს  ველი მოქალაქეობა და დაეთანხმოს წესებს, რაც მისცემს საშუალებას დაიწყოს რეგისტრაცია.

აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციის პირველ ეტაპზე შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტს რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლება. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

ნებისმიერი ცვლილების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მონაცემების შენახვა!

შენახვის ღილაკის გამოყენებისთანავე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რაც დასტურია იმისა, რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: ერთიანი ეროვნული გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

August 30, 2021
801
მთავარი ამბავი

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

August 3, 2021
824
საზოგადოება

დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა

July 27, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია