როცა სახელმწიფოში დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა ხდება, როგორც წესი ნორმალური ადამიანები სამართალდამცავ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს მადლობას უხდიან – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ facebook გვერდზე წერს.
„გვარამია და ძმანი მისნი, მოდელირებული ტელეგადაცემების ორგანიზატორები, ლაფანყურისა თუ სხვა სპექტაკლების ავტორები, ფეიკნიუსების მამთავრები აღშფოთებულები არიან, ოღონდ რაზე ვერ გავიგე – აღშფოთების მიზეზი ვერ გავიგე, შესაძლოა ფატალური შედეგი, რომ არ დადგა, ეს არის აღშფოთების მიზეზი, სკანდალი არ შედგა, ნამდვილად ამან გააგიჟა ეს ხალხი! თუ იმან გაამწარა მავნებლები, რომ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ კვლავ კარგად იმუშავა, დამნაშავე დაკავებულია.
რა ქნან ახლა მავნებლებმა, ბოდიშის მოხდა მათ არ იციან და მადლობა კიდევ საძულველი ქვეყნის ხელისუფლებას როგორ მოუხადონ? არა უშავს, თქვენგან მიჩვეულები ვართ ასეთ ქმედებებს, ამიტომ ჩვენ ვუხდით მადლობას იმ პროფესიონალებს, სამართლდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს რომელებმაც დანაშაული აღკვეთა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი მამაკაცი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
ფორმულას მტკიცებით, სანდო წყარო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ დაკავებული მამაკაცი გაბუნიას ლიკვიდაციას რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარ არხში“ საგანგებო ბრიფინგი ნიკა გვარამიამ გამართა.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ლიკვიდაციის გეგმა გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს უკავშირდება, რა დროსაც გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს აგინა.











