დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი პაციენტის ორგანიზმში უცნობია და კვლევა მიმდინარეობს, თუმცა არის ვარაუდი, რომ შეიძლება შემახსენებელი ვაქცინაცია გახდეს საჭირო.
„ქვეყნებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება, ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება შემახსენებელი ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს. იგივე გრიპს თუ ავიღებთ, ვიცით, რომ თითქმის ყოველწლიურად გრიპზე თავიდან უნდა აიცრას ადამიანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











