პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლექტორ თენგიზ ზარქუაც გამოკითხონ.
როგორც იგი ამბობს, ლექტორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილსაც ასწავლიდა, ძალოვან სტრუქტურებში სტუდენტებს რეკომენდაციებს აძლევდა.
„ალბათ, მოუწევთ თენგიზ ზარქუას დაკითხვა. იმიტომ, რომ ეს არის ლექტორი, რომელიც გარკვეულ რეკომენდაციას აძლევდა ძალოვან სტრუქტურებში სტუდენტებს“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, დღეს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ორივე სტაჟირება საფრანგეთში საეჭვო იყო, რადგან ორივე დაწესებულება სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ იყო.











