საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და ის 400-500-ს შეადგენს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა იავნე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან დიდი ციფრია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ნიშნავს ამდენივე ბავშვის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას.
“ჩვენ ახლა ჯამური მაჩვენებელი საშუალოდ, ბოლო კვირეების განმავლობაში გვიფიქსირდება 5 000 ათასი ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში. ამ ხუთი ათასიდან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა გვიჩვენებს, სავარაუდოდ ათი პროცენტი უნდა იყოს ბავშვი. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებულ ბავშვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ნიშნავს ამდენივე ბავშვის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას”,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, მაისიდან უკვე აწარმოებს ვაქცინაციას 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციის ასაკი უფრო შეამციროს.
“ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში მიიღებს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ოღონდ შერჩეულ ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს არ შეეხება არავითარ შემთხვევაში ყველა ვაქცინას, ეს იქნება კონკრეტულ ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგალითად ამ მხრივ ავტორიზებული საქართველოში არის ჯერჯერობით ერთდერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელსაც დაშვებული აქვს ვაქცინაცია 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“,- განაცხადა იავენ ჩაიძემ











