„პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების რეაბილიტირებული პარკის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ქალაქის მერი, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენს ულამაზესს თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა.
პარკში გაჩნდა ახალი ზონები, საბავშვო ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა. მიხარია, რომ ჩვენთან უკვე შემოდის ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ პარკების ნაკლებობა გვაქვს, მაგრამ მე პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება.
ამაში ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომა. ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნების“ დიდი გუნდი. ვულოცავ ნაძალადევს და ჩვენს დედაქალაქს“, – განაცხადა თბილისის მერმა.











