დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვების უფრო გამკაცრების თაობაზე. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მნიშნველოვანია როგორც შეზღუდვების დაწესება, ისე მათი აღსრულება.
კითხვაზე, „ლოქდაუნის“ დაწესების საჭიროება არის თუ არა, გამყრელიძე პასუხობს:
„გააჩნია რას გულისხმობთ. შეზღუდვები ქვეყანაში დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი. საჭიროა ამ შეზღუდვების აღსრულება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დღეს ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 3 157 ახალი შემთხვევა დაემატა. გამოჯანმრთელდა 3 230 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 30.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2326 ადამიანი, ხოლ ოსტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5592.











