საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია, თუმცა, მას კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჯერ არ მოსვლია – ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა ყველა ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – აცხადებს პატრიარქის პირადი ექიმი.
ცისანა შარტავა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანებასაც შორენა თეთრუაშვილის ავადმყოფობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შეფერხება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.











