კორონავირუსით ინფიცირებული პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ პატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ „პრაიმტაიმნიუსთან” განაცხადა.
„როგორც ექიმებმა თქვეს, მასთან კორონავირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – ამბობს ჯაღმაიძე.
პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ვირუსი 8 იანვარს დაუდასტურდა. ვირუსის დადასტურებამდე, მას პატრიარქთან ჰქონდა შეხება.











