fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსი – ნინო კალანდაძე გამოკითხვის დეტალებზე

19:26 November 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემ კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა ჩემ ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე ვსაუბრობდი. მათი კითხვები შეეხებოდა ჩემ ზოგად ისტორიულ განათლებას.

2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს, ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტერესებდათ ჩემ პასუხთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეთანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს, ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს.

მკითხეს, კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მით უმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია. მიუხედავად ამისა, ბრალდებას მრავალი მცდელობა ჰქონდა, მაინც დაესვა ის კითხვები, რომელზეც დავალება ჰქონდა, რომ უნდა დაესვა. მე მგონია, რომ მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ეს საქმე ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ყარს, პოლიტიკურია და ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, რომ ეს ესმის ყველას. მგონია, რომ ყველა მცდელობა იქნება იმისთვის, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მაინც შეიკრას, რაღაცნაირში ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი უგუნური ნაბიჯი შეიძლება კიდევ გადაიდგას“, – განაცხადა კალანდაძემ.

თეგები: დავით გარეჯის საქმენინო კალანდაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

October 13, 2021
868
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

May 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

May 5, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია