შუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა.
ცეცხლი თავდაპირველად ხის სახლს გაუჩნდა, რის გამოც ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ადგილზე მისულმა შუახევისა და ქედის სახანძრო ბრიგადებმა მხოლოდ ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
შუახევის მერიის ინფორმაციით, ზარალს კომისია შეისწავლის და ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ, მანამდე კი მათ ნაქირავებ ფართებში გადაიყვანენ.










