შვედეთი სექტემბრის ბოლოს შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, თვის ბოლოდან რესტორნებში, კინო-თეატრებსა და სტადიონებზე დასწრების ლიმიტი მოიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის შემთხვევები გაიზარდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.
„მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ ჩვენ ახლა ნაბიჯებს ვდგამთ ნორმალური ცხოვრებისკენ დასაბრუნებლად“, – აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.











