შვეიცარია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას 1 მარტიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყანაში 1 მარტიდან მაღაზიები, მუზეუმები, ბიბლიოთიკები, სპორტული დარბაზები და ზოოპარკები გაიხსნება.
22 მარტიდან რესტორნებს შეეძლებათ მომხმარებლებს ღია სივრცეშიც უმასპინძლონ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვეიცარიაში კორონავირუსის 553,867 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 9,946 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 505,666-ს შეადგენს.











