შვეიცარიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს
გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარია მიიჩნევს, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მისი ავტორიზაციის დასაშვებად საკმარისი არ არის.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვეიცარიაში კორონავირუსის 530 289 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 9 539 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.










