შვეიცარიის ელჩი, პატრიკ ფრანცენი ცესკო-ს თავმჯდომარეს, ქ-ნ თამარ ჟვანიას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე არჩევნები იყო.
შვეიცარიის ელჩი იმედოვნებს, რომ ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ამომრჩევლების მხრიდან მაღალი აქტივობა იქნება.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











