სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში თავართქილაძეების ფერმა სრულად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმის სხვენში თივა ინახებოდა, რის გამოც შენობაში ხანძარი სწრაფად გავრცელდა.
სახანძროს მოსვლამდე ფერმაში 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










