„სინათლე გვირაბის ბოლოს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვაქცინის პირეველი დოზის შემოტანას.
ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ასე გამოიყურება „სინათლე გვირაბის ბოლოს“. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.
ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით ამ კრიზისს დაამარცხებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
This is what “light at the end of the tunnel” looks like! Thank you to our international partners who made this possible. We still have a long road ahead but the world is #StrongerTogether and will overcome this crisis through solidarity. ??? https://t.co/aSTJEXzBFh
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 13, 2021











