საქართველოს საპატრიარქოში, ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წმინდა სინოდის წევრებმა, საკითხებზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.
„დაიწყო წმინდა სინოდის სხდომა, ესწრება 35 მღვდელმთავარი. მდივანი დანიშნული არის გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. უკვე დაიწყეს საკითხებზე მსჯელობა და რამდენიმე საათი გასტანს სხდომა“,- განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.











