საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იანის განცხადებით, “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ამიტომ ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს.
“ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული უკვე ამ ვაქცინის, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამიტომ, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული”, – თქვა ელჩმა.
ცნობისთვის, სინოფარმის მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა.











