საზოგადოებას მოვუწოდებთ, სიფრთხილე გამოიჩინონ „დექსამეტაზონის“ მიმართ, რადგან პრეპარატის კორონავირუსისთვის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკმაოდ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია და არა პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი საშუალება.
„დექსამეტაზონი“, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა აქვთ.“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა.











