გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.
დაზარალებულს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ყოფით ნიადაგზე ნათესავთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა.
დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდება.
შსს- ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











