fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სჯობს, არჩევნები ადრე ჩატარდეს, ვიდრე სამომავლოდ – გურამ მაჭარაშვილი

17:41 June 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

კორონავირუსის პანდემიამ 31 ოქტომბერს  წლის მთავარი პოლიტიკური მარათონის ჩატარებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს. „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, საპარლამენტო არჩევნები არა ოქტომბრის შემდეგ, არამედ უფრო ადრე, მაგალითად, სექტემბერში ჩატარდეს.

როგორც „პრაიმტაიმთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ოქტომბერში არ გაიმართა, ის ნოემბერში ვეღარ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მინიმუმ  45, მაქსიმუმ კი 60 დღეში  უნდა ჩატარდეს.

„ჯერ მართლა არავინ იცის, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ამაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის მისაღები არის, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში ასეთი სიტუაცია არ იქნება.

თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მინიმუმ  45, მაქსიმუმ კი 60 დღეში  უნდა ჩატარდეს.

თუ არჩევნები გადადო, ნოემბერში ის ვერანაირად ჩატარდება. რაც შეეხება არჩევნების აქეთ გადმოწევას, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო, რადგან კონსტიტუცია განსაზღვრავს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები.

თუ ამ სიტუაციას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ არჩევნები ადრე ჩატარდეს, ვიდრე სამომავლოდ.  რადგან როგორც გვეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, უფრო საშიში არის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრიდან მეორე ტალღის მასშტაბების გავრცელება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები მმართველ პარტიაში არჩევნების თარიღის გადმოწევასთან დაკავშირებით? მაჭარაშვილი გვპასუხობს, რომ ეს საკითხი გუნდში არ განიხილება. 

“გუნდში არაფერი განიხილება. ძალიან ადრე იმაზე იმსჯელო, რა მოხდება ოქტომბერში.  თუ საუბარი წავიდა, რომ ჩვენ არჩევნების ჩატარების პერიოდს ვიხანგრძლივებთ, მაშინ შეიძლება, პირიქით დადგეს საკითხი… ჩვენ ამაზე გათვლა არა გვაქვს, მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე დაცული უნდა იყოს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგურამ მაჭარაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილისთვის დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება – გურამ მაჭარაშვილი

December 2, 2021
775
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი მივიღეთ – გურამ მაჭარაშვილი

December 1, 2021
1k
პოლიტიკა

უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს – გურამ მაჭარაშვილი

November 25, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია